logo_geo
„ნაცისტების ცოლები და საყვარლები“ – კოლაბორაციონისტი ქალების დასჯა საფრანგეთში
- +

22 იანვარი. 2021. 21:43

 

საფრანგეთის ფაშიზმისგან განთავისუფლების შემდეგ, როცა ადამიანები „სარდაფებიდან გამოვიდნენ“,  გადაწყვიტეს, თავისიანებს გასწორებოდნენ და დაესაჯათ კოლაბორაციონისტები, რომლებმაც საერთო ენა გამოძებნეს ნაცისტებთან. როგორც ყოველთვის, ყველაზე დიდი სასჯელი ქალებმა მიიღეს – გერმანელების მეუღლეებმა და საყვარლებმა – რომელთაც სქესობრივი კავშირი ჰქონდათ ნაცისტებთან.

 

ყველაზე პოპულარული სასჯელი მათთვის თავების გადაპარსვა იყო. ეს დამამცირებელი სასჯელი 20 000-ზე მეტმა ფრანგმა ქალმა მიიღო. ზოგიერთ ქალს სახეზე სვასტიკას ახატავდნენ, ზოგს საჯაროდ ტანსაცმელს ხდიდნენ და დამპალ ბოსტნეულს ესროდნენ, სხვებს კი, ციხეში უშვებდნენ და „ეროვნულად გამოუსადეგარს“ უწოდებდნენ.

 

ჯამში, კოლაბორაციონიზმისთვის 40 ათასამდე ადამიანი დაისაჯა, გამოტანილ იქნა 2017 სასიკვდილო განაჩენი.

 

 

 

 

big_banner
არქივი