logo_geo
ქალი, რომელმაც 32 მამაკაცი ღალატის გამო მოკლა და თავდაცვის მიზნით შვილიც მოწამლა
- +

26 იანვარი. 2021. 19:01

 

 

ვერა რენცი 1903 წელს უნგრეთის ერთ-ერთ მდიდარ ოჯახში დაიბადა, მაგრამ ფულმა და არისტოკრატულმა წარმომავლობამ ვერ შეძლო მასში კეთილშობილური თვისებების ჩამოყალიბება. ვერა ძალიან მოუთვინიერებელი ბავშვი იყო და უკვე 15 წლის ასაკში ის მეგობრებთან ერთად სახლიდან გაიქცა. დიდწილად მამაკაცებთან უყვარდა მეგობრობა, თანაც, უფროსებთან. მისი მეუღლეც ასაკოვანი მამაკაცი იყო.

 

მამაკაცი მდიდარი მეწარმე იყო ბუქარესტში. ვერას მისგან ბიჭი, ლორენსო შეეძინა. შვილის გაჩენიდან ცოტა ხანში ვერამ იეჭვა, რომ ქმარი მას ღალატობდა და შურისძიება გადაწყვიტა – ღვინოში საწამლავი გაურია. ცხედრის მოშორების შემდეგ ვერამ ახლობლებს აცნობა, რომ ქმარმა მიატოვა ის და მისი ვაჟი და სხვა ქალთან წავიდა. ერთი წლის მერე კი ქალმა გამოაცხადა, თითქოს გაიგო, რომ მისი მოღალატე ქმარი ავტოავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. მალე ვერა ისევ გათხოვდა.

 

ვერას მეორე მეუღლე მისი თანატოლი იყო. ის კვლავ დაეჭვდა ქმრის ერთგულებაში, რის გამოც მეუღლეები ხშირად ჩხუბობდნენ. მალე მეორე ქმარიც გაქრა, ერთი წლის მერე კი, ვერამ იცრუა, რომ, თითქოს, მისგან წერილი მიიღო, სადაც მეუღლე დაშორების შესახებ ატყობინებდა. სინამდვილეში, უკვე ერთი წელი იყო გასული, რაც „მოღალატე ქმრის“ ცხედარი ღვინის მარანში ესვენა.

 

ვერა მეტჯერ აღარ გათხოვილა, მაგრამ მას სხვადასხვა მამაკაცებთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის, დაქორწინებულებთან. ყველა მისი საყვარელი უგზოუკვლოდ ქრებოდა – ზოგი რომანის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ზოგი კი, თითქმის, პირველივე დღეებში. ითვლება, რომ ეს მკვლელობები ვერას ერთ-ერთი საყვარლის მოტყუებულმა ცოლმა შეაჩერა. ქალმა გადაწყვიტა, მოღალატე ქმარს ადევნებოდა და მას ჩუმად ვერას სახლამდე მიჰყვა, საიდანაც მამაკაცი გაუჩინარდა და ქალმა პოლიცია გამოიძახა.

 

ვერა რენცის სახლი გაჩხრიკეს და სარდაფში 32 კუბო იპოვეს, რომელშიც სხვადასხვა დროს მოკლული მამაკაცები იწვნენ. ვერამ აღიარა მკვლელობები და თქვა, რომ ყველა მათგანი მოწამლა, ვინაიდან ისინი ღალატობდნენ. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ვერას შვილმაც აღმოაჩინა ეს კუბოები სარდაფში და ვერამ ისიც მოკლა.

 

ვერას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და ციხეში გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი