logo_geo
სამარხი შუა უდაბნოში
- +

14 თებერვალი. 2021. 03:01

 

 

ყველამ როდი იცის, რომ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, პირდაპირ უდაბნოს შუაგულში, ერთგვარი უნიკალური ნაგებობა არსებობს. საუბარია კლდეში გამოკვეთილ სამარხზე, რომელიც „მიტოვებულ სასახლედ“ მოიხსენიება. მიუხედავად იმისა, რომ კლდე ბევრგანაა გამოკვეთილი, აღნიშნული ნაგებობა სხვებისაგან ნამდვილად განსხვავდება. პირველ რიგში, როგორც ჩანს, დაუმთავრებელ მდგომარეობაშია. მეორე მხრივ, ამ სამარხში არასდროს არავინ დაუკრძალავთ.

 

საუნდა აღინიშნოს, რომ ესაა უზარმაზარი არქიტექტურული კომპლექსის, „მადაინ-სალიჰის“ ნაწილი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში აიგო. საერთო ჯამში, კომპლექსი შედგება კლდეში გამოკვეთილი 111 სამარხისა და 20 სხვა ტიპის შენობისაგან. 2008 წელს მადაინ-სალიჰის კომპლექსი იუნესკოს სიაში მოხვდა და საუდის არაბეთიდან მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში პირველი ადგილი დაიკავა.

 

სამარხ „მიტოვებული სასახლის“ თავდაპირველი სახელწოდება კასრ ალ-ფარიდია. შენობა საკმაოდ მასშტაბურია: მისი სიმაღლე თანამედროვე ოთხსართულიანი შენობისას უტოლდება და როგორც ჩანს, ადამიანი, ვისთვისაც აღნიშნული სამარხი აიგო, საკმაოდ მაღალი სოციალური სტატუსით სარგებლობა – „მიტოვებული სასახლე“ რეგიონში აღმოჩენილი სამარხებიდან ერთ-ერთი უდიდესია.

 

შესაძლებელია, სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე მდებარეობს ნაგებობა ნებისმიერი სხვა შენობისგან განცალკევებით. ამავე დროს, კასრ ალ-ფარიდის სიახლოვეში ერთდროულად რამდენიმე მსგავსი ხელუხლებელი ქვის ბლოკია, რომლითაც ანალოგიური შენობების საფუძვლის ჩაყრა შეიძლებოდა.

 

არქეოლოგები სრულებით დარწმუნებულები არიან, რომ სამარხი ბოლომდე დასრულებული არაა, რის გამოც, მხოლოდ წინა ფასადი გააჩნია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი