logo_geo
„არ შემიძლია, შენ რომ ფიქრობ ისე“ - როგორ აეჭვიანებდა კონსტანტინე გამსახურდიას პირველი ცოლი
- +

15 თებერვალი. 2021. 22:07

 

 

მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ბიოგრაფია სავსეა გამორჩეული სიყვარულის ისტორიით. მისი პირველი მეუღლე რევეკა ვაშაძე იყო, რომელიც ჭიათურიდან გახლდათ. ისინი ქუთაისში სწავლობდნენ.

 

კონსტანტინე გამსახურდია იგონებს:

 

„ერთხელ ვალტერ სკოტის „აივენჰო“ გვქონდა გაკვეთილად. ამ რომანის გმირს ჰქვია რებეკა. როდესაც გაკვეთილის მოყოლისას რებეკაზე დავიწყე საუბარი, გავწითლდი. ბიჭებმა იცოდნენ ჩემი სიყვარულის ამბავი და ფხუკუნი დაიწყეს, რაზეც მე კიდევ უარესად გავწითლდი. მასწავლებელი კი გაკვირვებული მიყურებდა და ვერაფერს ხვდებოდა”.

 

პროფესორ სოსო სიგუას თქმით, სწორედ იმ პერიოდში კონსტანტინეზე უზომოდ იყო შეყვარებული რევეკას კლასელი ვერა აბდუშელიშვილი.

 

რევეკამ გადაწყვიტა, ვერა ჩამოეცილებინა გზიდან და კონსტანტინეს უთხრა, ვერა დაგცინის, კონსტანტინეს ქუსლმოქცეული ფეხსაცმელი აცვიაო. კონსტანტინე აღელვებულა, როდის არის ეს სიმართლეო. მისულა და გაულანძღავს ვერა აბდუშელიშვილი.

 

კონსტანტინე გერმანიაში რომ გაემგზავრა სასწავლებლად, იქიდან რევეკას წერილებს სწერდა. რევეკა კი ვერას გასაგონად ამ ბარათებს ხმამაღლა კითხულობდა.

 

ერთ-ერთ ბარათში კონსტანტინე რევეკას წერს:

 

„და თვით შენ უკიდურეს გულწრფელობისთვის არ შემიყვარდი? რევეკა! მე ძალიან მომინდა შენთან ლაპარაკი.

 

ღამის 1-2 საათია ვდგები… არ ვიცი, ამ წერილს გამოგიგზავნი თუ არა, მარა ეხლა დავწერ. გწერ იმას, რასაც ვგრძნობ. ეგებ შიშველი გრძნობაც იყოს, მაგრამ ხომ იცი, მე ისეთი სიყვარული მწამს, საცაა გულწრფელობა-სრული.

 

და მერწმუნე, რომ ჩემ სულში არ დარჩენილა ერთი კუნჭულიც, რომ შენთვის არ გამეცნო. იცოდე, რევეკა, ბევრხანს კიდევ შემიძლია ვითმინო უშენობა. შენზე სევდამ ჩემი სული გაასპეტაკოს, ცრემლებმა გაფურჩქნოს ჩვენი ტრფობის ყვავილი. მაგრამ იცოდე, სამუდამოდ შენგან შორს ცხოვრება არ შემიძლია.

 

მე მინდა, მარტო მე გიმზერდე, მე მესმოდეს შენი სუნთქვა. სულ შენთან ვიყო, გესმის… არ შემიძლია, შენ რომ ფიქრობ ისე…“- წერდა კონსტანტინე გამსახურდია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი