„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს სტუმარია ყოფილი ფეხბურთელი შოთი არველაძე.
- რა არის ის, რასაც სულმოუთქმელად ელი?
- კოვიდ-19-ის დამთავრება.
- გჯერა სიკვდილის მერე ცხოვრების?
- კი.
- რა არის ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა აკეთოს?
- სიკეთე.
- რისთვის ღირს ცხოვრება?
- სიყვარულისთვის.
- რა გგვრის ყველაზე დიდ სევდას?
- საყვარელი ადამიანის დაკარგვა.
- რას იზამდი, ღმერთი რომ იყო?
- ყველაფერს, რასაც ღმერთი აკეთებს.
- რას აკვირდები ადამიანებში ყველაზე მეტად?
- ხასიათს.
- რა არის სიყვარული?
- არ ვიცი, ერთ სიტყვაში ვერ ავხსნი.
- ფეხბურთის ღმერთი...
- მარადონა.
- თამაშისას ტრიბუნიდან ყველაზე ცუდი რა გაგიგია?
- გინება.
- მესი თუ რონალდუ?
- მესი.