logo_geo
ამირან სალუქვაძე: არ ვიცი რა დავწერო... მთელი ცხოვრება ემსახურა საქმეს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფასეულობაა
- +

1 აპრილი. 2021. 02:19

 

 

არ ვიცი რა დავწერო...

ადამიანი - ეპოქა. მთელი ცხოვრება ემსახურა საქმეს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფასეულობაა.

ბოლო 10-11 წელი მოანდომა ნამდვილი ეროვნული საგანძურის შექმნას, ენციკლოპედიას-  "საქართველო, ისტორია, კულტურა ეთნოგრაფია". ეს იქნება ყველა ოჯახისთვის აუცილებლად შესაძენი საგანძური, როგორც ვეფხისტყაოსანი.

როგორ ასახავს მის ხასიათს და თვისებებს ის ფაქტი, რომ ამ 10-წლიან შრომაში მას ანაზღაურება არ აუღია, იმის მიუხედავად, რომ პროექტი "ქართუმ" დააფინანსა.

ამ პროექტზე შრომისთვის მას ნორმალურად მადლობაც კი ვერ ვუთხარით.

ალბათ, მხოლოდ ჩემმა სკოლელებმა იციან, რომ სკოლის ასაკში სკოლის გუნდში და გურული სიმღერების ანსამბლში ვმღეროდი. იმის მიუხედავად, რომ უამრავი ანსამბლი და ხელოვანი გვყავდა, კარგად მახსოვს, რომ ანსამბლი "რუსთავი" იყო ოქროს სტანდარტი და ქართულ საგალობლებს, ხალხურ სიმღერებს მათგან ვსწავლობდით.

ასეთ ადამიანებზე უნდა ვსაუბრობდეთ...

უფალმა გაანათლოს!

 

big_banner
არქივი