logo_geo
რატომ ეწოდა თბილისურ ეზოს იტალიური?! – კულტუროლოგის საინტერესო განმარტება
- +

10 ივლისი. 2017. 22:28



კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი აცხადებს, რომ სინამდვილეში იტალიური ეზო არ არსებობს, არსებობს თბილისური ეზო, რომელიც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ოჯახების თანაცხოვრებით დამკვიდრდა თბილისში.


მისი თქმით, ტერმინი „იტალიური ეზო", კომუნისტური მმართველობის პერიოდში გაჩნდა, როცა ერთ სახლში, რამდენიმე ოჯახი შეასახლეს და ეზოები სხვანაირად ახმაურდა. ეს ხმაური იტალიას დაუკავშირეს. ამაზე გარკვეული გავლენა იქონია ნეორეალიზმის პერიოდის ტალიურმა კინემატოგრაფიამ და თბილისურ ეზოებს ამგვარად იტალიური ეზო დაარქვეს.


„სინამდვილეში იტალიური ეზო არ არსებობს, ეს თბილისური ეზოა.  თბილისის ძველ უბნებში, შენობათა უმრავლესობა ევროპული სტილისაა, მაგრამ ევროპაში არსებული შენობებისგან განსხვავებული. ვინაიდან თბილისში ევროპული ფასადი ქუჩის მხარეს გამოდის, ხოლო შიდა ეზო და გეგმარება, თბილისურია. ეს არის სხვადასხვა სტილის თანაცხოვრება, რომელიც დამკვიდრდა, როგორც თბილისური ეზოს და არა იტალიური ეზოს სტილის სახელით", -აცხადებს ცირა ელისაშვილი.

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი