logo_geo
5 აგვისტოს Black Sea Arena-ზე „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება
- +

26 ივლისი. 2017. 14:54



Black Sea Arena და Check in Georgia წარმოგიდგენთ ლეგენდარული „ქართული ხმების" საიუბილეო კონცერტს „30 წელი სცენაზე". Black Sea Arena-ზე კონცერტი 5 აგვისტოს გაიმართება.


კონცერტში მონაწილეობას იღებენ: ქართული ხმები, ნატო მეტონიძე, დათო ევგენიძე, ჯგუფი ირაო და  თბილისის ბიგ ბენდი. სპეციალური სტუმარი: ოზურგეთის შვიდკაცა.


კონცერტზე შესრულდება ქართული ხმების ფოლკლორული და საესტრადო რეპერტუარის შედევრები.


კონცერტის დამდგმელი რეჟისორი გახლავთ ბასა ფოცხიშვილი. მხატვარი: თამრიკო ფოცხიშვილი.




 

big_banner
არქივი