logo_geo
„იალონის“ კონცერტი საირმეში
- +

10 აგვისტო. 2017. 11:11


12 აგვისტოს, 17:00 საათზე კურორტ „საირმეში", მუსიკალური ფესტივალი „საირმე 2017"-ის ფარგლებში,  გაიმართება ანსამბლ „იალონის" კონცერტი.


ანსამბლი ,,იალონი" 2009 წლიდან აქტიურად ეწევა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობისა და ხალხური, ქალაქური მუსიკის შესწავლა-პოპულარიზაციას. მოპოვებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები როგორც საქართველოში ასევე, მის ფარგლებს გარეთ. გამოცემული აქვს სამი კომპაქტ და ერთი DVD დისკი (ვრცლად იხ. https://www.facebook.com/IaloniEnsemble/?fref=ts ).


მუსიკალური ფესტივალი ,,საირმე 2017" კურორტ ,,საირმეში" ივლისის ბოლოს დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად უფრო მრავალფეროვანი გახდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ანსამბლები და სოლო შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.


პროექტის განხორციელების მიზანია იმერეთის რეგიონის კულტურულ ცენტრად ქცევა და კურორტ ,,საირმეს", როგორც უნიკალური საკურორტო ზონის, პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა და ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას თავაზობს ქართული მუსიკის მიმართულებით.


ფესტივალის პროგრამა: 12 აგვისტო - ანსამბლი ,,იალონი"; 19 აგვისტო - დავით ნოზაძე და ნეკა სებისკვერაძე; 20 აგვისტო - რომა რცხილაძე და Paul Rimple; 26 აგვისტო - ანსამბლი ,,შავნაბადა"; 2 სექტემბერი - ანსამბლი ,,თბილისი"; 9 სექტემბერი - ანსამბლები ,,იამე" და ,,ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი"; 10 სექტემბერი - ანსამბლი ,,ბასიანი" (ფესტივალის საზეიმო დახურვა).


ფესტივალის წარმომდგენი: სასტუმრო ,,საირმე" და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.


 

big_banner
არქივი