logo_geo
ბათუმელი პოეტების დელეგაცია საბერძნეთის დედაქალაქს სტუმრობს
- +

6 დეკემბერი. 2016. 14:50



მესამე დღეა ბათუმელი პოეტების დელეგაცია საბერძნეთის დედაქალაქს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში მათ ორენოვანი მასტერკლასი ჩაატარეს დამწყები ავტორებისათვის, ასევე კრებულის „აბგდ" პრეზენტაცია ქართული დიასპორისთვის.


დღეს პოეტებს საბერძნეთის ეროვნულმა აკადემიამ უმასპინძლა, სადაც თანამედროვე ლიტერატურის ორმხრივი თარგმანების შესახებ სამომავლო გეგმები დაისახა.


ხვალ გაფორმდება უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი ორი ქვეყნის მწერალთა ორგანიზაციებს შორის, რაც კიდევ უფრო დააახლოვებს ამ ორი ქვეყნის კულტურულ წრეებს და ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურის ევროპულ ასპარეზზე წარმოჩენას.


ღონისძიება ტარდება „ქართული ლიტერატურის კვირეულის" ფარგლებში და მას ორგანიზებას განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია" უწევს.


პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი