logo_geo
დავით მაღრაძე: ბევრი საქმის ჩამოთვლა შეიძლება გიორგი ლეონიძის დამსახურების ხაზგასასმელად
- +

6 დეკემბერი. 2016. 18:21




ქართველი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 100 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით წინანდალის სახლ-მუზეუმში გიორგი ლეონიძის მემორიალურ გამოფენას მასპინძლობენ. სწორედ გიორგი ლეონიძის სახელს უკავშირდება ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნა, რამაც წინანდლის სასახლე განადგურებას გადაარჩინა.


პოეტი დავით მაღრაძე ამბობს, რომ გიორგი ლეონიძის ღვაწლი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე ძალიან დიდია, მათ შორის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნაში.


„სამაგალითოდ აღსანიშნავია მისი ღვაწლი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე. ლიტერატურის ინსტიტუტი, ლიტერატურის მუზეუმი, ილიას ჭავჭავაძის საგვარეულო სახლ-მუზეუმი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში და ა.შ. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმის ჩამოთვლა შეიძლება გიორგი ლეონიძის დამსახურების ხაზგასასმელად", - აღნიშნა დავით მაღრაძემ.


 

big_banner
არქივი