logo_geo
თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალების სერია დაფუძნდა
- +

21 აგვისტო. 2017. 12:44



თბილისში ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია - DECODER დაფუძნდა, რომელიც თვეში ერთხელ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.


ფესტივალის მუსიკალური პროგრამა ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს და გამორჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტებისგან იქნება დაკომპლექტებული.


DECODER-ის პირველი სერია, 21 სექტემბერს, მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზ „SPACEHALL"-ში გაიმართება და ელექტრონული მუსიკის უმნიშვნელოვანეს ფიგურას - NICOLAS JAAR-ს უმასპინძლებს, რომლის შემოქმედებას პროფესიული მუსიკალური განათლებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების გამო განსაკუთრებული შინაარსი აქვს.


მისი სადებიუტო ალბომი „SPACE IS ONLY NOISE" 2011 წელს RESIDENT ADVISOR-ის, MIXMAG-ის და CRACK MAG-ის მიერ წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო ცოცხალი შესრულების მქონე არტისტის ტიტული ჰქონდა.



 

big_banner
არქივი