logo_geo
ქართული ფილმი „8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა
- +

21 აგვისტო. 2017. 15:13



მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე ჟიურიმ 10 ფინალისტი დაასახელა. ფესტივალის 20-წლიან ისტორიაში პირველად ფინალისტებს შორის ქართული ფილმი „8 წუთი" მოხვდა. ასევე, ამ ფილმისთვის მსახიობი სლავა ნათენაძე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაშია წარდგენილი.


ფილმი აპოკალიფსური თემატიკისაა. 8 წუთი, მზის ჩაქრობის შემთხვევაში, დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას სჭირდება.


„8 წუთი" Sibler Films-ის პროექტია, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორებს - გიორგი გოგიჩაიშვილს, დათო აბრამიშვილს, სცენარისტებს - მარი ბექაურს, ზაზა კოშკაძესა და პროდიუსერებს - გეგა ხმალაძეს, მაგდა დათუაშვილს აერთიანებს.


ფილმში მთავარ როლებს ანი ბებია, გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე ასრულებენ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი