logo_geo
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუსიკალურ მიმართულებას მაია ჯაბუას და ეკა კახიანის ვოკალური სტუდია შეემატა
- +

15 სექტემბერი. 2017. 22:01


 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ახალ სასწავლო წელს მრავალი სიახლით იწყებს. მათ შორის ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების მაია ჯაბუას და ეკა კახიანის ვოკალური სტუდიაა.


ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში ვოკალურ სტუდიაში მსურველთა მისაღებად ღია მოსმენა გაიმართა, რომელშიც პირველივე დღეს მონაწილეობა 50-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო.


ეროვნულ სასახლეში რეგისტრაცია 4 სექტემბრიდან მიმდინარეობს, ხოლო სასწავლო წელი 2 ოქტომბერს დაიწყება.












 

big_banner
არქივი