logo_geo
დღეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში თოჯინების გამოფენა გაიხსნება
- +

22 სექტემბერი. 2017. 14:49


22 სექტემბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში თოჯინების გამოფენა გაიხსნება და 4 ოქტომბერს დაიხურება.


გამოიფინება 30 მეთოჯინის 200-მდე ნამუშევარი (ცვილის, თიხის, რბილი, ეთნოგრაფიული, მარიონეტები).


საქართველოში, უძველესი დროიდან, სხვადასხვა ტიპის თოჯინა ამა თუ იმ წეს-ჩვეულების შესრულებისას გამოიყენებოდა. ოდითგანვე თოჯინა ქართული ბავშვის საყვარელი სათამაშო იყო, ამიტომ მას მოფერებით „დედოფალა" შეარქვეს.


 

big_banner
არქივი