logo_geo
დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლატვიური ანსამბლ „ერას“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება
- +

17 ოქტომბერი. 2017. 11:10



საქართველოში საკონცერტო ტურნეს მართავს ქალთა ლატვიური ანსამბლი „ერა", რომელიც დასკვნით კონცერტს  17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოადგენს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.


ქალთა ლატვიური ანსამბლ „ერას" სასიმღერო რეპერტუარი მრავალმხრივია: ლატვიური ფოლკლორი, ჯაზი, თანამედროვე და ორიგინალური ნაწარმოები. ჯგუფი შედგება 6 მომღერლისგან და ლატვიაში ის მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო ანსამბლად.


„ერას" საქართველოში სტუმრობის მთავარი მიზანია, გააცნოს მსმენელს ლატვიური მუსიკალური კულტურა და საშემსრულებლო ოსტატობა.


„,ერამ" მგალობელ-მომღერალთა გუნდ „დიდგორთან" ერთად, 12-18 ოქტომბერს, საკონცერტო ტურნე გამართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბოლნისში, თბილისში, ამბროლაურში, ონში. კონცერტებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის გუნდები


ტურნეს ორგანიზატორები: მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი".

მხარდამჭერები: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი;

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია;

ონის მუნიციპალიტეტის გამგეობა.



 

big_banner
არქივი