logo_geo
ბიორკი: საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა
- +

4 ნოემბერი. 2017. 17:32



ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარულმა ისლანდიელმა მომღერალმა ბიორკმა კონცერტი გამართა. ბიორკმა მსმენელს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო მისი ფავორიტი ქვეყანაა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.


„საქართველო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. ეს ჩემი ფავორიტი ქვეყანაა. მადლობა ქართულ ორკესტრს და თქვენ. ბოდიშს გიხდით, ცოტა გაციებული ვარ, მაგრამ მე მოგეცით მთელი გული და სითბო", - განაცხადა ბიორკმა.








 

big_banner
არქივი