logo_geo
„ცარიელი სახლი“ A-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა
- +

1 დეკემბერი. 2017. 20:59



„ცარიელი სახლი" A-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო პროექტებს შორის მოხვდა.

Festival de Cannes-ს პრესტიჟული Eurimages მთავარი ჯილდოს მოპოვებისა და Locarno Festival-ზე სპეციალური აღნიშვნის პრიზის შემდეგ, „ცარიელი სახლი" ესტონეთის PÖFF | Tallinn Black Nights Film Festival-ის საერთაშორისო ფესტივალზე შეარჩიეს.

„ცარიელ სახლს" თანაპროდიუსერ და სცენარის ავტორ ნინო ვარსიმაშვილთან ერთად, ჩრდილოეთ-სამხრეთ ევროპის უდიდეს კინოკოპროდუქციის მარკეტზე Baltic Event-ზე ხვალ წარდგება.

„ცარიელი სახლი" ასევე არის მსოფლიოს პრესტიჟული Sundance Film Festival Screenwriters Lab-ის ფინალურ ეტაპზე. ფილმის რეჟისორი რატი წითელაძე კი, შერჩეულია Festival de Cannes Cinéfondation-ის მიერ 6 საუკეთესო რეჟისორს შორის.


 

big_banner
არქივი