logo_geo
ტარიელ ხარხელაური - „ნისლების მესაიდუმლე“
- +

11 დეკემბერი. 2017. 17:21



ქრისტესშობის 11.

ტარიელ ხარხელაური დაიბადა.

ეს იყო 72 წლის წინათ.

წლების შემდეგ კი, ისევ ქრისტეშობის თვეში მისი შვილი ბექა მოევლინება სამყაროს...

ხანმოკლე სიცოცხლით ოღონდ.

პოეტი ერთ ფრაზაში ჩაატევს მშობლის განუზომელ ტკივილს და დაწერს: შენზედა ვჯავრობ, თხლად რომ გაცვია...

ტარიელ ხარხელაურს ხშირად და სამართლიანად ადარებენ ვაჟა-ფშაველას და „ლეგა ნისლების მესაიდუმლეს" უწოდებენ.

დიდხანს სიცოცხლე და გამძლეობა პოეტს.

„ვერ იქამს, წუთისოფელი ფეხებზე დაიკიდოსა!"


მისი საიუბილეო საღამო კი, ტრადიციულად,  16 დეკემბერს, ბექას დაბადების დღეზე, 15.00 სთ-ზე, თიანეთის ილია წინამძღვრიშვილის სახელობის პროფესიული კოლეჯის დარბაზში გაიმართება.


 

big_banner
არქივი