logo_geo
ირაკლი კვირიკაძემ ევროპული ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო მიიღო
- +

20 თებერვალი. 2018. 04:14



Berlinale Palast-ში დღეს ახალგაზრდა ქართველი მსახიობი დააჯიდლოვეს. ირაკლი კვირიკაძემ ევროპული ამომავალი ვარსკვლავის ტიტული მოიპოვა და 10 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობს შორის მოხვდა.


თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო - European Shooting Stars Award-ი გადაეცათ.


European Film Promotion-მა ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. ათეულში ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები" შესრულებული როლისთვის წარადგინეს.


 

big_banner
არქივი