Berlinale Palast-ში დღეს ახალგაზრდა ქართველი მსახიობი დააჯიდლოვეს. ირაკლი კვირიკაძემ ევროპული ამომავალი ვარსკვლავის ტიტული მოიპოვა და 10 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობს შორის მოხვდა.
თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო - European Shooting Stars Award-ი გადაეცათ.
European Film Promotion-მა ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. ათეულში ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები" შესრულებული როლისთვის წარადგინეს.