logo_geo
25 თებერვალს ფილმის „Hostis Publicus და თაბაშირის იუდა“ ჩვენება გაიმართება
- +

20 თებერვალი. 2018. 12:04



25 თებერვალს, 15 საათზე,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში გაიმართება მარინა სალუქვაძის დოკუმენტური ფილმის „Hostis Publicus და თაბაშირის იუდა" ჩვენება.


ფილმში ასახულია 1933-37 წლების მოვლენები და ნაჩვენებია ერთი ოჯახის ტრაგედია  სტალინის ეპოქის რეპრესიების პერიოდში.  


ფილმის სიუჟეტი აგებულია გადასახლებული სკოლის მასწავლებლის, ფილოლოგ უჩა სალუქვაძის  „გულაგიდან" გამოგზავნილი წერილებისა და საზოგადოება „მემორიალის"  უნიკალური საარქივო მასალის მიხედვით.


ავტორი - მარინა სალუქვაძე

მუსიკალური გაფორმება - ზაზა მარჯანიშვილი

მონტაჟი - მალხაზ ბარბაქაძე, ბექა რობაქიძე

ტექსტს კითხულობენ - ანდრია გველესიანი, სანდრო გოგრიჭიანი, მარინა სალუქვაძე





 

big_banner
არქივი