logo_geo
ბათუმში ახალგაზრდა მთარგმნელთა და მწერალთა ლიტერატურული ფორუმი დასრულდა
- +

22 დეკემბერი. 2016. 20:35


 

ბათუმში ახალგაზრდა მთარგმნელთა და მწერალთა ლიტერატურული ფორუმი დასრულდა. ბენეფიციარებმა მოისმინეს პროფესიონალთა მასტერ-კლასები და ერთმანეთს გააცნეს საკუთარი შემოქმედება.


პროექტში ჩართული იყო 25-მდე ახალგაზრდა, დამწყები ავტორი საქართველოს რეგიონებიდან. ფორუმს ორგანიზაცია კავკასიონი უკვე მეხუთე წელია ახორციელებს. მისი ფინანსური მხარდამჭერია ბათუმის მერია და ლიტერატურის განვითარების ფონდი.


წლევანდელი ლიტერატურული ფორუმი გამოირჩეოდა ახალგაზრდების განსაკუთრებული ნაკადით, ისინი გარდა იმისა, რომ შესანიშნავად წერენ და აზროვნებენ, თარგმნიან საინტერესოდ და ზოგიერთ მათგანს აქვს უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალი ავტორის ხელწერა. მსგავსი პროექტები უმნიშვნელოვანესია მომავალი თაობისათვის, ისინი ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, ისმენენ ლექცია-მასტერკლასებს , ეცნობიან ხელოვნების თანამედროვე ტენდენციებს... თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მიზანი მიღწეულია და შედეგი უკვე სახეზეა, რადგან ფორუმის ბოლო დღეს მომზადებული პრეზენტაციებით ახალგაზრდებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს", - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, პოეტი გენრი დოლიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი