logo_geo
„ოსკარის“ მფლობელი გილერმო დელ ტოროს ფილმი „წყლის ფორმა“ გახდა
- +

5 მარტი. 2018. 10:48



ლოს-ანჯელესში „ოსკარის" დაჯილდოების 90-ე ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარის" მფლობელი გილერმო დელ ტოროს ფილმი „წყლის ფორმა" გახდა, რომელმაც ასევე გაიმარჯვა წლის რეჟისორის კატეგორიაში.


მსახიობ ქალებს შორის ჯილდო ერგო ფრენსის მაკდორმანდს ფილმში „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე" შესრულებული როლისთვის, ხოლო მამაკაცების კატეგორიაში საუკეთესოდ ბრიტანელი გერი ოლდმანი დასახელდა, უინსტონ ჩერჩილის როლის შესრულებისთვის ფილმში „ჩერჩილი მძიმე დროება".


მსახიობები სემ როკველი და ელისონ ჯენი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლებად აღიარეს.


წლის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიმარჯვა ესპანურმა ფილმმა „ფანტასტიკური ქალი," რომლის რეჟისორიც სებასტიან ლელიოა.


ანიმაციური ფილმების კატეგორიაში კი ოქროს ქანდაკება დისნეის ანიმაციას „კოკო" ერგო.


საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი კი „Dear Basketball" გახდა.


საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად „Icarus" დასახელდა. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ოსკარი „The Silent Child"-მა მიიღო.


ნომინაციაში საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „Heaven Is a Traffic Jam on the 405"-მა გაიმარჯვა.



 

big_banner
არქივი