ელტონ ჯონმა facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა და ის უკვე ემზადება ქართველ მსმენელთან შესახვედრად.
„მადლობა ყველას, ვინც Caesars Palace-ში ჩემს ერთ-ერთ უკანასკნელ შოუზე მოვიდა! მე აპრილში დაგიბრუნდებით, შემდეგ კი საქართველოში, Black Sea Arena-ზე გავმართავ კონცერტებს", - წერს მუსიკოსი.
ბრიტანელი კომპოზიტორი და შემსრულებელი ელტონ ჯონი და მისი ბენდი, კონცერტებს საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გამართავს.