logo_geo
რუსთაველზე „ოფიცერთა სახლში“ ზდანევიჩების პანო განადგურებულია!
- +

13 მარტი. 2018. 22:20



თბილისში, რუსთაველის #16-ში, ყოფილ „ოფიცერთა სახლის" სარდაფში, ძმები ილია და კირილე ზდანევიჩების მიერ შექმნილი პანო სრულიად განადგურებულია.


ამის შესახებ „ლიბერალს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან განუცხადეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში, სწორედ, აქ იყო გახსნილი კაფე „არგონავტთა ნავი".


„ამ ფართში ახლა არის ერთ-ერთი მეიჯარე, რომელსაც სავაჭრო ობიექტი აქვს. კედლის მხატვრობის პანო სრულიად განადგურებულია. ეს იყო ერთადერთი ნიმუში კირილე ზდანევიჩის მხატვრობისა, უნიკალური ძეგლი.

 

 2016 წელს სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით, თბილისში სამხატვრო აკადემიის რესტავრატორთა ჯგუფმა აწარმოა სრულფასოვანი მეცნიერული კვლევა, რომელიც უნდა გამხდარიყო საფუძველი კედლის მხატვრობის პანოს სრული რეაბილიტაციისა. ამავდროულად კვლევის დასრულებისთანავე გვქონდა მცდელობა, რომ მესაკუთრესთან გაგვეფორმებინა მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება. არაერთხელ გავაფრთხილეთ და მივწერეთ მას, რომ არ მომხდარიყო ამ ხელოვნების ნიმუშზე არასათანადო ჩარევა, სანამ გაფორმდებოდა ეს ხელშეკრულება, პანო სრულიად განადგურდა.

 

როგორც მეიჯარე ამბობს, სანამ ჩვენ შევიდოდით  პანო უკვე განადგურებული იყოო. ეს ყველაფერი გამოძიების საქმეა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს", - განუცხადეს ლიბერალს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი