logo_geo
19 მაისს Black Sea Arena-ზე ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართება
- +

9 აპრილი. 2018. 22:20

 

19 მაისს Black Sea Arena-ზე იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართება. კონცერტის გასამართად შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

 

ენიო მორიკონე ისეთ ფილმების კომპოზიტორია, როგორიცაა „ერთხელ ამრიკაში“, „კარგი, ცუდი, ბოროტი“, „დეკამერონი“ და ა.შ.

 

მან 2007 წელს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის ოსკარის პრემია მიიღო.

 

კონცერტის გასამართად ორი ხელშეკრულება დაიდო, რომელთა ჯამური ღირებულება 600 000 ათასი ევრო, დაახლოებით 1 800 000 ლარია.

 

General Entertainment Associates Production ენიო მორიკონეს კონცერტის ჩატარების უფლებას ფლობს და გაწეული მომსახურებისთვის 250 000 ევროს მიიღებს, SPQR Concerts კი კონცერტზე შესრულების უფლებისთვის - 350 000 ევროს.

 

ენიო მორიკონე საქართველოში 2018 წელს დაგეგმილი ტურის ფარგლებში ჩამოვა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი