logo_geo
მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალ Homeland-ში მონაწილეობს
- +

10 აპრილი. 2018. 22:51

 

 

მსახიობი მერაბ ნინიძე პოპულარულ ამერიკულ სერიალ Homeland-ში მონაწილეობს. პირველი არხის ინფორმაციით, მსახიობი სერიალის გადაღებებზე იმყოფება.

 

ქართველი მსახიობი სერიალის მეშვიდე სეზონის მეცხრე სერია Useful Idiot-ში მონაწილეობს. ამ სერიაში ჯერჯერობით მერაბ ნინიძის პერსონაჟის სატელეფონო საუბარი ისმის. მერაბ ნინიძე რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის მიროვის როლს ასრულებს და მომდევნო სერიებში მაყურებელი მას სერიალის სხვადასხვა სცენებში იხილავს.

 

ამასთან, დიდი ბრიტანეთის შემდეგ, BBC One-ისა და AMC-ს ერთობლივ სერიალ „მაკმაფიას“, რომელშიც მერაბ ნინიძემ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, აშშ-ში, AMC-ზე აჩვენებენ.

 

 

big_banner
არქივი