logo_geo
დღეს მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეა
- +

18 აპრილი. 2018. 15:06

 

წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით, მემკვიდრეობის საერთაშორისო დღე 35-ედ აღინიშნება.

 

მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას რამდენიმე წელია საქართველოც უერთდება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ძეგლების ნომინირებითა და პოპულარიზაციით.

 

ამ დროისთვის საქართველოში 11 765 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია აღრიცხული, რომელთაგან 7 505 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, 4 221 კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლი, 39 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,  978 ძეგლს კი განსაზღვრული აქვს ეროვნული კატეგორია.

 

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დღეისათვის შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის 3 ძეგლი:

 

  • მცხეთის ისტორიული ძეგლები
  • გელათის სამონასტრო კომპლექსი
  • ზემო სვანეთი

 

UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო ნუსხაში ნომინირებულია სამი ძეგლი:

  • ქართული მრავალხმიანობა,
  • ქართული ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი,
  • ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა.

 

UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის მიზნით, წარდგენილია „ქართული ჭიდაობა“.

 

 

 

 

big_banner
არქივი