logo_geo
როგორ ემზადება მძიმე სენით დაავადებული გიო ხუციშვილი ვარსკვლავის გახსნისთვის
- +

19 აპრილი. 2018. 20:53

 

რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი, გიო ხუციშვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა შეექმნა. ის მკურნალობის პროცესშია და მომავალს იმედიანად უყურებს…

 

მას ახალი იმიჯი აქვს, ქუდი, რომელიც დასჭირდა, მაგრამ ყველას მოსწონს და თავად გიომაც კარგად მოირგო. ჯერჯერობით ხელჯოხით გადაადგილდება, თუმცა იმედოვნებს, რომ მალე „მისი დახმარება“ აღარ იქნება საჭირო.

 

ყველასთვის ცნობილია, რომ გიო ხუციშვილს ვარსკვლავი, 29 მაისს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნება.

 

მომღერალი, მეუღლის აკომპანემენტით, რეპეტიციას საკუთარ სახლში გადიოდა, მას კულტურის პალატის თავჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.

 

„ესეც ასე!!!! ჩვენო ერთგულო მაყურებელო და მსმენელო!

 

გიოს საღამოს სამზადისი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა...

 

ვარსკვლავი „ისხმება“, მუსიკა „იღვრება“ და ყველაფერი შესანიშნავად იქნება 29 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში! საოცრება გელით“ - წერს ოქიტაშვილი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი