logo_geo
ოთხი ქართული ფილმი უკვე საქართველოშია - კინომემკვიდრეობა სამშობლოს უბრუნდება!
- +

17 ნოემბერი. 2016. 23:33


 


ქართული კინომემკვიდრეობა საქართველოს უბრუნდება. პირველ ეტაპზე, ქართულ მხარეს ოთხი ქართული ფილმის ასლი გადმოეცა: „ჰოლტზე" - რეჟისორი ლეო ესაკია, „ამერიკანკა" - რეჟისორი ლეო ესაკია,  „ბუბა" - რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე და „უკანასკნელ საათს" - რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი


ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის თანახმად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი - „გოსფილმოფონდი" საქართველოს გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ზრუნავს ეროვნული მემკვიდრეობის ქვეყანაში დაბრუნებაზე, ქართული კინომემკვიდრეობის მოვლა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.


 

big_banner
არქივი