logo_geo
ნოე რამიშვილის იუბილე მის მშობლიურ სოფელში პირველად აღინიშნა
- +

11 მაისი. 2018. 12:04

 

 

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნოე რამიშვილის იუბილე მის მშობლიურ სოფელში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდ ვანში აღნიშნა.

 

ღონისძიებას ნოე რამიშვილის შთამომავლები, ისტორიკოსები, ადგილობრივი მაცხოვრებლები, სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

წარმოდგენილი იყო არქივში ნოე რამიშვილის შესახებ დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული საინფორმაციო ბანერები, ისტორიული დოკუმენტების ასლები და ფოტოები, რომლებიც სოფლის სკოლას და ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სამახსოვროდ გადაეცა. სოფელ დიდი ვანის სკოლაში უახლოეს მომავალში რამიშვილების მუზეუმიც გაიხსნება.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი