„ევროვიზია 2018“ -ის ფინალი საქართველოს გარეშე გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა „ირიაომ“ ნახევარფინალური ტურიდან გასვლა ვერ შეძლო. კონკურსს გამოეთიშა რუსეთის წარმომადგენელიც.
ევროვიზიის ფინალური ტური დღეს გაიმართება და კონცერტს უკრაინის წარმომადგენელი გახსნის.
შოუში მონაწილეობას მიიღებენ: უნგრეთი, ლიტვა, ესტონეთი, მოლდოვა, სერბეთი, სლოვენია, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ირლანდია, ნიდერლანდების სამეფო, კვიპროსი, ავსტრია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი და ისრაელი.
2 ნახევარფინალის მეშვეობით შერჩეულ ქვეყნებს დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი პორტუგალია შეუერთდებიან.