„ბლექ სი არენაზე“ ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართა. ენიო მორიკონე “ბლექ სი არენაზე“ რომის სიმფონიურ ორკესტრთან და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარდგა. კონცერტი Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა.
ენიო მორიკონემ კონცერტი საკუთარი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში გამართა.
ენიო მორიკონემ დაწერა მუსიკალური ნაწარმოებები 500 სხვადასხვა ფილმისთვის და თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: სერჯიო ლეონე, ჯუზეპე ტორნატორე, კვენტინ ტარანტინო. „საძულველი რვიანისთვის“ შექმნილი მუსიკისთვის ენიო მორიკონემ პირველი „ოსკარი“ დაიმსახურა. ის სხვა არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელიც არის.