logo_geo
ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება
- +

21 მაისი. 2018. 11:32

 

 

ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება. აღნიშულ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო facebook-გვერდზე ავრცელებს.

 

საქართველოს საელჩო ტურისტულ ჯგუფებს მიმართავს და სთხოვს, რომ სამუშაოებთან დაკავშირებულ პროცედურებს და ტაძარში შესვლაზე შესაძლო შეზღუდვებს გაგებით მოეკიდონ.

 

„2018 წლის 20 მაისს, საქართველო-თურქეთს შორის ხელმოწერილი 5-წლიანი პროგრამის ფარგლებში და ქართული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი პროექტის სახით დაიწყოს ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები ქართული მხარის მიერ გადაცემული ძალოვანი ხარაჩოს პროექტის საფუძველზე. ამჟამად დაიწყო ტერიტორიის შემოზღუდვა და მოსამზადებელი სამუშაოები ხარაჩოს დასამონტაჟებლად. შემდგომ ეტაპზე განსაზღვრულია ოშკის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რომელიც ზემოხსენებული 5-წლიანი პროგრამის შესაბამისად ერთობლივად უნდა განხორციელდეს ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ.

 

სიმბოლურია, რომ ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება ემთხვევა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს. ქართველ და თურქ ექსპერტებს განსაკუთრებული წარმატება ვუსურვოთ ამ ისტორიული პროექტის ეფექტურად და სანიმუშოდ განხორციელებაში!

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოშკის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს და ტურისტულ ჯგუფებს ვთხოვთ გაგებით მოეკიდონ სამუშაოებთან დაკავშირებულ პროცედურებს და ტაძარში შესვლაზე შესაძლო შეზღუდვებს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი