logo_geo
დღეს ფიალრმონიაში „სუხიშვილების“ ლეგენდარული სოლისტის თენგიზ ურთმელიძის საიუბილეო საღამო მოეწყობა და ვარსკვლავი გაიხსნება
- +

9 ივნისი. 2018. 16:33

 

დღეს, 20:00 სააზე, ფილარმონიაში „სუხიშვილების“ ლეგენდარული სოლისტის თენგიზ ურთმელიძის საიუბილეო საღამო მოეწყობა, რის შემდეგაც ქართველ ხელოვანს ვარსკვლავს საზეიმოდ გაუხსნიან. 

 

საქართველოს სახალხო არტისტი, გამოჩენილი ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე  ღირსების ორდენის, „კულტურის რაინდი“, „სუხიშვილების“ „ოქროს თაობის“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლია.

 

საიუბილეო კონცერტში მონაწილეობენ ანსამბლები: „სუხიშვილები“, „რუსთავი“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“, სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელა“. საღამოზე ქარველი მომღერლები თამრიკო ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე და თემურ წიკლაური წარსდგებიან.

 

ღონისძიება ქ. თბილისის მერიის, საქართველოს კულტურის პალატისა და კომპანია „RMG გოლდის“ მხარდაჭერით გაიმართება.  

 

 

 

 

 

big_banner
არქივი