logo_geo
დღეს „Black Sea Arena“-ზე ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება
- +

30 ივნისი. 2018. 10:58

 

დღეს და ხვალ შეკვეთილში, „Black Sea Arena“-ზე სერ ელტონ ჯონის კონცერტები გაიმართება.

 

„Black Sea Arena“-ზე დაგეგმილი ეს ორი შოუ იქნება ერთადერთი, რომელსაც ელტონ ჯონი 2018 წელს ევროპაში ჩაატარებს.

 

 

ელტონ ჯონის კონცერტებისთვის შეკვეთილში ბოლო სამზადისია. „იამაჰას“ ბრენდის შავი როიალი, რომელიც მუსიკოსს ყველა ტურნეში თან დააქვს, დარბაზში დგას. შეკვეთილში იმყოფება ელტონ ჯონის 28-კაციანი ტექნიკური ჯგუფიც.

 

„მომღერალს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა –  მცენარე ფიკუსების სიმრავლე, მუდმივად ჩართული ტელევიზორი სპორტული არხებით და ასევე, ცალკე ოთახი სასცენო გარდერობისთვის“, – განაცხადა „ისთერნ ფრომოუშენის“ წარმომადგენელმა ეკატერინე კუპრეიშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი