logo_geo
მსახიობი ნინიკო ჩხეიძე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

2 ივლისი. 2018. 17:35

 

 

მსახიობი ნინო (ნინიკო) ჩხეიძე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას ყველა იცნობს არა მხოლოდ როგორც ლეგენდარული უშანგი ჩხეიძის დას. ის ათეული წლების განმავლობაში მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე.

 

ნინიკო ჩხეიძე გამორჩეული მსახიობი იყო ქართულ თეატრში, - სახასიათო როლების ბრწყინვალე შემსრულებელი, თბილი იუმორით აღსავსე, უაღრესად მართალი სცენაზეც და ცხოვრებაშიც. მის პიროვნულ ხიბლს იმერული კოლორიტი ამშვენებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნინიკო ჩხეიძის როლებში განუყოფლადაა შერწყმული არტისტისა და ლიტერატურული გმირის თვისებები. არ ბაძავდა არავის, მან აირჩია თავისი გზა; არც იმით უსარგებლია, რომ უშანგი ჩხეიძის და იყო, თუმცა კი ყველასგან განსაკუთრებულ მოწიწებას გრძნობდა, როცა გაიგებდნენ, რომ უშანგის და იყო!

 

მან მარჯანიშვილის თეატრში 46 წელი იმუშავა. მაყურებელს იგი განსაკუთრებულად დაამახსოვრდა სპექტაკლში „ეზოში ავი ძაღლია“ და გოდერძი ჩოხელის ფილმიდან „ადამიანთა სევდა“.

 

მან სცენა თითქმის 30 წლის წინ დატოვა, მის მიერ შესრულებული ბოლო როლი ედუარდო დე ფილიპოს „ხელშეკრულებაში" მეზობლის პერსონაჟი იყო.

 

თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, წერა უფრო აქტიურად დაიწყო. დაწერა წიგნი თავის ძმაზე - „უშანგი“ (1998).

 

გადაღებულია ფილმებში: „მაგდანას ლურჯა“, „კარდაკარ“, „მიხა“, „ერთი ცის ქვეშ“, „მე ვხედავ მზეს“, „ხათაბალა“, „დათა თუთაშხია“ და სხვა;

 

 

big_banner
არქივი