logo_geo
ნოდარ დუმბაძის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა
- +

14 ივლისი. 2018. 23:42

 

 

ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა. მასში 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობდა, მათ შორის იყო 3 დასი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ფესტივალი დღეს, ნოდარ დუმბაძის მშობლიურ ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლეში, სპექტაკლით „მზიანი გული“ დასრულდა. ფესტივალის საზეიმო დახურვას მწერლის ოჯახის წევრები, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვნების სფეროს ცნობილი სახეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

„ძალიან სასიხარულოა, რომ ფესტივალში ამდენმა დასმა მიიღო მონაწილეობა. თავისმა კუთხემ ნამდვილად საკადრისად იზეიმა ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილე“, – განაცხადა ნოდარ დუმბაძის შვილმა ქეთევან დუმბაძემ.

 

ფესტივალის დამფუძნებელი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებია.

 

ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და ის სამ წელიწადში ერთხელ იმართება.

 

 

big_banner
არქივი