logo_geo
თურგაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

22 ივლისი. 2018. 17:06

 

 

„ქალაქ ყვარელში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეების ე.წ. თურგაანთ ეკლესიას 2018 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.

 

„დარბაზული ეკლესიაა სამხრივი მინაშენით. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომელიც მხრებით იყო გამოყოფილი დარბაზისგან. ჩრდილოეთის მინაშენი ორნაწილიანია. აღმოსავლეთის მინაშენში ტაძრის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარი გადიოდა.

 

ტაძრის ინტერიერი სავსეა ნაშალი მასით და დაფარულია მცენარეული საფარით. მინაშენებიდან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის კედლის ქვედა ფრაგმენტები და ჩრდილოეთი მინაშენის გამოყოფილი კედლის ნაწილი“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი