2017 წლის 4 დეკემბერს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ პოეტს, ქართული ლიტერატურის ხელახლა გამაცოცხლებელს, რეფორმატორსა და მოაზროვნეს ნიკოლოზ ბარათაშვილს, დაბადებიდან 200 წელი შეუსრულდა.
„იუნესკომ" ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი - დაბადებიდან 200 წლისთავი, 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.