logo_geo
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ გერმანულ ენაზე გამოიცა
- +

4 აგვისტო. 2018. 18:39

 

 

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანიაში გამომცემლობა Galiani Berlin-ის მიერ გერმანულ ენაზე გამოიცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

 

შოთა რუსთაველის ეპოსის პროზაული ვერსია ცნობილ გერმანელ მწერალსა და ლიტერატურის კრიტიკოსს ტილმან შპრეკელსენს ეკუთვნის. წიგნი ილუსტრირებულია კატ მენშიკის მიერ.

 

„ვეფხისტყაოსანი“ XII საუკუნეში მცხოვრები ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემაა. შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან.

 

დღეისათვის „ვეფხისტყაოსანი“ მრავალ ენაზეა გადათარგმნილი. თარგმანი ზოგიერთ ენაზე ნაწილობრივია, უმრავლესობაზე კი სრული. არაერთ ენაზე ვეფხისტყაოსანი ნათარგმნია, როგორც პროზაული გაურითმავი ნაწარმოები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი