logo_geo
ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

9 აგვისტო. 2018. 16:43

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს, რომელიც XX საუკუნეშია აგებული, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

 

ეს სტატუსი ნიკოლოზ ანთიძემ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე  კიდევ ცამეტ ობიექტს მიანიჭა.

 

ესენია: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის საცხოვრებელი სახლი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისია აშენებული;

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მარდიგორაში მდებარე, ვარდიგორის საყვარელიძეების კოშკის კომპლექსი (1. ორნაწილიანი კოშკი 2. დამოუკიდებლად მდგარი სწორკუთხა ნაგებობის ნაშთი 3. დაკირული ქვევრებიანი მარანი 4.ყორე-გალავნის ნაშთი) კომპლექსი გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება;

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ებნისში მდებარე XIX საუკუნის ებნისის ეკლესია;

 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მდებარე, გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული ლელა ჯაჯვანის კოშკი;

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე ხეთას ციხე, რომელიც შუა საუკუნეებშია აგებული;

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში მდებარე, შუა საუკუნეების ზემო ბიას წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია;

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც, სავარაუდოდ, გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება და გადაკეთებულია XIX საუკუნეში;

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს შუა საუკუნეების ზენის ციხე ( ჯიხა);

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის შუა საუკუნეების ყურუმულიას ციხე-ჯიხა;

 

მაჩხომერის ციხე, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარეობს;

 

გაღმა საჯიჯაოს ციხე (ჯიხა), შუა საუკუნეებით დათარიღებული, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში;

 

წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევში XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული;

 

წევას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, თარიღდება განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებით, მდებარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი