logo_geo
Black Sea Arena-ზე ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო მიმდინარეობს
- +

16 აგვისტო. 2018. 22:39

 

 

Black Sea Arena-ზე ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო მიმდინარეობს. ბრეგვაძის სცენაზე გამოჩენას მაყურებელი ფეხზე ადგომითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდა.

 

დღევანდელ კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარდგება სპეციალური სტუმარი, „გრემის“ მფლობელი ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი, რომელიც საქართველოში სპეციალურად ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამოსთვის ჩამოვიდა.

 

კონცერტს მუსიკალურად აფორმებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

 

კონცერტზე ასევე იმღერებენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნინო ქათამაძე და სხვა მუსიკოსები.

 

კონცერტზე დამსწრეებს საშუალება აქვთ, იხილონ უნიკალურ კადრები არქივიდან. კონცერტი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.

 

 

big_banner
არქივი