ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ქართველი რეჟისორის ფილმი მოხვდა.
გიორგი სიხარულიძის „ახალი წელი“ გამარჯვებისთვის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში იბრძოლებს. 15-წუთიან დრამაში მთავარი გმირის გადაწყვეტილება ბევრი ადამიანის ცხოვრებას ცვლის.
ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალი მსოფლიო კინემატოგრაფიის ვარსკვლავებსა და მათ ახალ ნამუშევრებს 6 სექტემბრიდან უმასპინძლებს.