logo_geo
ქართველი რეჟისორის ფილმი ტორონტოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია
- +

18 აგვისტო. 2018. 16:06

 

 

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ქართველი რეჟისორის ფილმი მოხვდა.

 

გიორგი სიხარულიძის „ახალი წელი“ გამარჯვებისთვის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში იბრძოლებს. 15-წუთიან დრამაში მთავარი გმირის გადაწყვეტილება ბევრი ადამიანის ცხოვრებას ცვლის.

 

ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალი მსოფლიო კინემატოგრაფიის ვარსკვლავებსა და მათ ახალ ნამუშევრებს 6 სექტემბრიდან უმასპინძლებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი