logo_geo
Echowaves-ის ფესტივალს ცნობილი არტისტი ხუან ატკინსი გახსნის
- +

21 აგვისტო. 2018. 01:16

 

 

ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტი ხუან ატკინსი საქართველოშია. დირიჟორ ძიან ემინთან ერთად ის ახალი პროექტის პრეზენტაციისთვის ემზადება.

 

ექსპერიმენტული შოუ კონსერვატორიის ორკესტრთან ერთად Echowaves-ის ფესტივალს გახსნის. მელომანები ატკინსის მსოფლიო ჰიტების გაორკესტრებულ ვერსიას მოისმენენ.

 

ანაკლიაში ახალი მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი 23-26 აგვისტოს გაიმართება. 5 სცენაზე მსემენილს წინაშე 150-მდე შემსრულებელი წარდგება.

 

Echowaves-ი ფესტივალი ცნობილი ევროპული ბრენდის, EXIT-ის მხარდაჭერით გაიმართება.  EXIT-ს „ ევროპის საუკეთესო ფესტივალის“ წოდება არაერთხელ აქვს მიღებული.

 

თავად EXIT-ი სერბეთში, 2000 წელს დაარსდა და მას საფუძვლად  დიდი სტუდენტური მოძრაობა უდევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი