ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტი ხუან ატკინსი საქართველოშია. დირიჟორ ძიან ემინთან ერთად ის ახალი პროექტის პრეზენტაციისთვის ემზადება.
ექსპერიმენტული შოუ კონსერვატორიის ორკესტრთან ერთად Echowaves-ის ფესტივალს გახსნის. მელომანები ატკინსის მსოფლიო ჰიტების გაორკესტრებულ ვერსიას მოისმენენ.
ანაკლიაში ახალი მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი 23-26 აგვისტოს გაიმართება. 5 სცენაზე მსემენილს წინაშე 150-მდე შემსრულებელი წარდგება.
Echowaves-ი ფესტივალი ცნობილი ევროპული ბრენდის, EXIT-ის მხარდაჭერით გაიმართება. EXIT-ს „ ევროპის საუკეთესო ფესტივალის“ წოდება არაერთხელ აქვს მიღებული.
თავად EXIT-ი სერბეთში, 2000 წელს დაარსდა და მას საფუძვლად დიდი სტუდენტური მოძრაობა უდევს.