logo_geo
იტალიის ქალაქ როკა იმპერიალეს კედელზე დათო მაღრაძის კერამიკულ ფილაზე ამოტვიფრული ლექსი განთავსდა
- +

21 აგვისტო. 2018. 11:18

 

20 აგვისტოს, იტალიის ისტორიული ქალაქის როკა იმპერიალეს კედელზე, პოეტების გარსია ლორკას, სალვატორე კვაზიმოდოს და სხვების გვერდით საპატიო ადგილი ქართველი პოეტის დათო მაღრაძის კერამიკულ ფილაზე ამოტვიფრულმა ლექსმა დაიკავა.

 

დათო მაღრაძის ლექსი ქალაქის კედელზე მას შემდეგ მოხვდა, რაც გასულ წელს, ნობელიანტი პოეტის, სალვატორე კვაზიმოდოს საერთაშორისო კონკურსის ჟიურიმ ქართველი პოეტი ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემიით დააჯილდოვა. შედეგად, ლექსი სახელად „ნატას და ელენეს“ იტალიურის გარდა, როკა იმპერიალეს კედელზე ქართულადაც გამოჩნდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი