logo_geo
ოსკაროსანმა კომპოზიტორმა ფილმ „დედეს“ შემქმნელებს მისი ოსკარზე გაგზავნა ურჩია
- +

21 აგვისტო. 2018. 11:44

 

ოსკაროსანმა კომპოზიტორმა, ამერიკული, ევროპული და ბრიტანული აკადემიის წევრმა იან კაჩმარეკმა ქართული ფილმის, „დედეს“ შემქმნელებს ურჩია, ფილმი ოსკარზე წარადგინონ. ინფორმაციას და კომპოზიტორის წერილს ფილმის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

 

კაჩმარეკს ოსკარი გადაეცა მხატვრული ფილმისთვის „Finding Neverland“, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ჯონი დეპი და ქეით ვინსლეტი ჰოლივუდის სხვა ცნობილ ვარსკლავებთან ერთად.

 

„დედეს“ ასევე მხარს უჭერს ევროპული კინოაკადემიის ერთ-ერთი თავჯდომარე Mike Downay. რეკომენდაციები გამოგვიგზავნეს და მხარდაჭერა გამოთქვეს ამერიკელმა, ესპანელმა, ჰოლანდიელმა და ბერძენმა დისტრიბუტორებმა“, - წერია ფილმის Facebook-გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში ფილმის კინოდისტრიბუციაში ჩაშვება დაწყებულია. სექტემბრიდან ჩიგაკოს შტატის, ხოლო ნოემბრიდან ნიუ-იორკის, ვაშინგტონის და ლოს-ანჟელესის კინოთეატრებში გამოვა. ნოემბრის მასშტაბურ პრემიერებს ფილმის რეჟისორი და მსახიობები დაესწრებიან.

 

ფილმი 50-ზე მეტ კინოფესტივალზეა ნაჩვენები და 16 საერთაშორისო პრიზი აქვს მოპოვებული, მათ შორის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრიზი, იუნესკოს ჯილდო გადაეცა აზიის ოსკარად წოდებულ APSA-დაჯილდოებაზე, როგორც კულტურული მრავალფეროვნება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი